

მსჯავრდებულებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროგრამები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
მსჯავრდებულების დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი უკვე გაფორმდა, რომელიც ურთიერთთანამშრომლობას სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პენიტენციურ დაწესებულებებში და მის გარეთ მყოფი მსჯავრდებულების ცნობიერების ამაღლებასა და მათთვის სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მოაწერეს.
თანამშრომლობის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, დაინტერესებული მსჯავრდებულებისთვის გარემოსდაცვით და აგრარულ საკითხებზე ტრენინგ-კურსებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება იგეგმება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს