

საზოგადოება „ბილიკი“ სლოვაკურ ორგანიზაცია TENENET-სთან ერთად, ერთობლივ პროექტს ახორციელებს, რომლის მიზანიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია გახლავთ.
აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია საზოგადოება „ბილიკის“ წარმომადგენლებმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, ვალერიან მჭედლიძესთან და გორის მუნიციპალიტეტის მერთან, ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან გამართეს.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობისა და მოსალოდნელი შედეგების გაცნობის შემდეგ აღნიშნეს, შშმ პირების დასაქმების საკითხი ნამდვილად საჭიროებს ხელშეწყობას. ამასთან, მათივე თქმით, საინტერესო იქნება სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება