

„ომიკრონი“ისეთი ტემპით ვრცელდება, რაც არცერთი წინა შტამის შემთხვევაში არ ყოფილა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი ამჟამად 77 ქვეყანაშია დაფიქსირებული.
„ამჟამად 77 ქვეყანაში დაფიქსირდა „ომიკრონის“ შემთხვევები და რეალობა ის არის, რომ „ომიკრონი“ რეალურად ალბათ ბევრ ქვეყნაშია შესული, თუმცა, ჯერ არ არის ოფიციალურად გამოვლენილი. ფაქტია, რომ „ომიკრონი“ ვრცელდება ისეთი ტემპით, რომელიც არ გვინახავს წინა ვარიანტების შემთხვევაში, საზოგადოება კი მას მსუბუქად თვლიან. შემთხვევების დიდმა რაოდენობამ შეიძლება კიდევ ერთხელ მიაყენოს დარტყმა მოუმზადებელი ჯანდაცვის სისტემებს“, - აღნიშნა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს