

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 335 შემთხვევაა დადასტურებული.
„5 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 335 შემთხვევა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, საზოგადოებას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცნაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს