

სკოლა ,,თამარიონი +“ გორში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ორ ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 35-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას
V, VI, VII, VIII, IX, X, XI კლასიების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 14 იანვარს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 2022 წლის 17 იანვარია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება