

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის მეორე საჯარო სკოლის რამდენიმე პედაგოგს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, აქედან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციური სწავლების მოდელი ამოქმედდა, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა განუცხადა.
ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულია ხუთი პედაგოგი.
„დღეიდან 28 იანვრის ჩათვლით, სწავლების სრულად დისტანციური მოდელი მოქმედებს სოფელ კარალეთის მეორე საჯარო სკოლაში. გეგმური ტესტირების შედეგად, აღნიშნული საჯარო სკოლის ხუთ პედაგოგს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია, ამიტომ, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
GMnews-ის ინფორმაციით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 5 სკოლის 9 კლასია დისტანციურ სწავლებაზე გადასული.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს