

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, შიდა ქართლში კოვიდ-19-ის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების აღნიშნული მაჩვენებლით, იმერეთისა და აჭარის შემდეგ, შიდა ქართლი რეგიონებს შორის მესამე ადგილზეა. რაც შეეხება თბილისს და სხვა რეგიონებს:
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 8 357 შემთხვევა, აჭარა - 1 608, იმერეთი - 1 907, ქვემო ქართლი - 727, შიდა ქართლი - 794, გურია - 290, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 721, კახეთი -626, მცხეთა-მთიანეთი - 376, სამცხე-ჯავახეთი - 282, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -74.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 87 609, საიდანაც 4 595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 963 პირი, 283 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს