

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადა. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე (გურამიშვილის ქუჩიდან ამილახვრის ქუჩამდე) 421,67 მეტრია.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 551 030 ლარია.
პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩაზე ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, მოეწყობა მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრეები და ტროტუარები.
ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს