

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლაში მუშაობის მსურველებისთვის ახალი ვაკანსიები გამოაცხადა.
გორში, მოქმედი ვაკანსია ორ საჯარო სკოლაშია გამოცხადებული, სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის საჯარო სკოლა, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგს ეძებს; სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლაში კი, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის ვაკანსიაა. მსურველებს, განაცხადების გაკეთების ვადა მიმდინარე თვის ბოლომდე აქვთ.
გამოცხადებული ვაკანსიები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ.გვერდზეა გამოქვეყნებული. ჩამონათვალში საგნის დასახელება ლურჯადაა მითითებული, რომელიც, თავის მხრივ, შეიცავს ინფორმაციას საკვალიფიკაციო მოთხოვნების, სავარაუდო ხელფასის, სამუშაო საათების ოდენობისა და სკოლის საკონტაქტო მონაცემების შესახებ.
დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის გაცნობა შემდეგ ბმულზე შეუძლიათ - http://teacherjobs.ge/
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს