

დღეს მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. თარიღი UNESCO-მ (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) 1999 წელს დააარსა, ეს ნაბიჯი ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებასა და განვითარებას ისახავდა მიზნად.
იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 000 ენიდან ნახევარს, უახლოეს ხანებში გაქრობის საფრთხე ემუქრება.
2000 წლის თებერვლიდან, მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით უერთდებიან.
მშობლიური ენის საერთაშორისო დღე საქართველოში 2005 წლიდან დაწესდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს