
ახალგაზრდებში სხვადასხვა პროფესიებისადმი განწყობების გამოვლენის მიზნით, სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების გამოკითხვა ტარდება.
აქტივობა პროექტ „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ახალგაზრდების დასაქმებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანი სხვადასხვა პროფესიის შესახებ მაღალი კლასის მოსწავლეების ინფორმირებულობაა.
„გამოკითხვა მიზნად ისახავს ზედა კლასის მოსწავლეების ინფორმირებულობის განსაზღვრას სხვადასხვა პროფესიის შესახებ და მათ განწყობებს მომავალი პროფესიის შერჩევასთან დაკავშირებით. გთხოვთ, კითხვარი შეავსოთ 14-17 წლის ახალგაზრდებმა, რადგან თქვენი აზრი პროფესიის არჩევისას უმნიშვნელოვანესია“, - ნათქვამია პროექტის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, პროექტი USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტში ჩართვის მსურველებს, კითხვარის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს