

დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარდა, უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მხარი დაუჭირა. უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და იმ შემთხვევაში, თუ ამ გადაწყვეტილებას უკრაინბის უმაღლესი რადა დამტკიცებს, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდება.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ და უკვე იქ მყოფებს, რუსეთის ფედერაციის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.
პარალელურად, უკრაინაში დღეიდან დაიწყო 18-დან 60 წლამდე რეზერვისტების, როგორც ოფიცრების, ასევე რიგითების სამხედრო სამსახურში გაწვევა.
არსებული ინფორმაციით, უკრაინის სარეზერვო თავდაცვის ძალებში დაახლოებით 900 000 ადამიანი ირიცხება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.