

Covid-19-ზე ტესტირების პროგრამაში ცვლილებები დღეიდან, 1-ლი მარტიდან ამოქმედდა. ცვლილების თანახმად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინასდება ე.წ. სწრაფი - ანტიგენ ტესტირების პროგრამა, რაც შეეხება PCR-ს, აღნიშნული ტესტირება სახელმწიფო პროგრამით აღარ დაფინანსდება.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტესტირების პროგრამის გადახედვა ამჟამად არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა.
აღნიშნულის პარალელურად, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პირები, რომლებსაც Covid-19 ანტიგენ ტესტით არ დაუდასტურდათ, იზოლაციაში უნდა დარჩნენ მინიმუმ 5 დღის განმავლობაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.