

ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 1 716 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 551 პირი და მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 1 590 380-მდე.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევაც დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 16 585 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 716 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 672 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 253, ქვემო ქართლი - 56, შიდა ქართლი - 132, გურია - 110, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 150, კახეთი - 156, მცხეთა-მთიანეთი - 37, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 46.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 700, საიდანაც 1 324 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.