

ღირებულებების ერთგული, მაღალი პასუხისმგებლობისა და სტანდარტების დამოუკიდებელი მედია არსებითია დემოკრატიის ხარისხის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინინისტრის, ირაკლი ღარიბაშვიულის მიერ გავრცელებულ მილოცვის ტექსტშია აღნიშნული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყველა ჟურნალისტს, ტელე, რადიო, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის თითოეულ წარმომადგენელს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.
„ჩვენი ხელისუფლება გარანტად უდგას თავისუფალ, პლურალისტურ მედიაგარემოს. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გატარებული რეფორმების შედეგად, მედიის თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამ მხრივ საქართველო დღეს რეგიონში უდავო ლიდერია. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ქართული მედიასივრცის განვითარებისთვის“, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.