

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა გრძელდება. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი შტაბში შეგროვილი პირვცელადი საჭიროების ნივთები, არამალფუჭებადი საკვები, ჰიგიენის საშუალებები და მედიკამენტები უკვე დახარისხებულია და გასაგზავნადაა გამზადებული.
შეგახსენებთ, ჰუმანიტარული აქციის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რომელიც რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, უკვე რამდენიმე კვირაა ერთობლივად ხორციელდება.
უკრაინის დასახმარებლად მიმდინარე ჰუმანიტარულ აქციაში აქტიურად ჩაერთო როგორც საჯარო უწყება, ასევე კერძო სექტორი და ორგანიზაციები. სპეციალურად შექმნილ შტაბში, რომელიც გორის მერიის შენობაშია განთავსებული, ტვირთის შეგროვება აქტიურად ხორციელდება.
საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში უკვე გაიგზავნა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.