

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, გორის მუნიციპალიტეტიდან ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
რამდენიმე დღის განმავლობაში, ჰუმანიტარული ტვირთი გორის მერიის შენობაში გახსნილ საგანგებო შტაბში გროვდებოდა.
„სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, განმეორებით გაიგზავნა ტვირთი, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებსა და სხვადასხვა დასახელების პროდუქტს მოიცავს.
პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით, რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა.
გორის მერია მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, აქციაში ჩაერთო“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.