

რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის II ფაზის გამარჯვებული
გორელი ირაკლი მოგელაშვილის ბიზნესპროექტი გახდა. პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდა მეწარმეს ვაშლის ძმრისა და და სიდრის წარმოებისთვის 6400 ლარით დააფინანსებენ.
ზემოხსენებული რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტი, USAID-ის ,,ზრდა პროექტის“ ფარგლებში, ასოციაცია RDFG-მ (ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის) განახორციელა. სამეწარმეო პროექტის კონკურსის ფარგლებში კომისიამ სულ 5 გამარჯვებული ბიზნესპროექტი გამოავლინა. პროგრამის მიზანს კი, საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს