

მეტეოროლოგების ინფორმაციით, 14-19 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ეტაპობრივად მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც და 19 აპრილს +22 გრადუსს მიაღწევს. აღნიშნული დღეების განმავლობაში, გორში მოსალოდნელია სუსტი ქარიც. ყველაზე მეტად ქარიანი ამინდი ნავარაუდევია 15 აპრილს და ქარის სიჩქარე 13-დან 16 საათამდე 11 მ/წ-ს მიაღწევს.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი