

თავისუფალი უნივერსიტეტის MACS[E]-ის სკოლის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი, 22 წლის ვანო განჯელაშვილი Amazon-ში დაიწყებს სტაჟირებას.
Amazon-ის ბერლინის ოფისში ვანო ივლისიდან 6 თვიან სტაჟირებას გაივლის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ინჟინრის - Software Development Engineer-ის პოზიციაზე.
ვანო განჯელაშვილი გორელი გახლავთ, იგი გორის მე-7 საჯარო სკოლაში სწავლობდა, მე-7 კლასიდან კი სწავლა განაგრძო ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლაში. ვანო განჯელაშვილმა კომაროვი ოქროს მედალზე დაამთავრა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს