

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდეს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის ინფორმაციით, ამ მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბვით, 341 მილიონი ლარი იქნება წელს ჯამური ბიუჯეტი.
„მოგეხსენებათ, ბავშვთა უფლებებზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი მთავარი მოვალეობაა და ამ მიმართულებით ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით. ერთი წლის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე 50 ლარი იყო და 100 ლარი გახდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება 150 ლარი გახდეს. ანუ, 1-ელი ივნისიდან თითო ბავშვზე აღნიშნული დახმარება 150 ლარს შეადგენს. ამ მიმართულებით 341 მილიონი ლარი იქნება წელს ჯამური ბიუჯეტი, აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება 215 ათასზე მეტ ბავშვს. ასევე, ვგეგმავთ სხვა პროგრამების დაწყებას, რომელიც სოციალურად დაუცველ ადამიანებს შეეხებათ, - განაცხადაირაკლი ღარიბაშვლმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება