

გორის მე-14 საბავშვო ბაღში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევის დაფიქსირების გამო სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, - ამის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა განუცხადა. მარი გიუნაშვილის ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულების დანარჩენი პერსონალი ხვალ გაიტესტება.
,,დღეს ჩატარებული ტესტირების საფუძველზე საბავშვო ბაღის ერთ თანამშრომელს, აღმზრდელის თანაშემწეს დაუდასტურდა კოვიდ-19-ით ინფიცირება, გაიცა რეკომენდაცია, რომ საბავშვო ბაღში 5 დღით შეჩერდეს სააღმზრდელო პროცესი, რაც შეეხებათ სხვა თანამშრომლებს, ყველა მათგანის ტესტირება მოხდება ხვალ და შედეგების მიხედვით მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი