

ოჯახებს, რომლებიც საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდნენ და ამჟამად გორში იმყოფებიან, გორის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და პირველადი საჭიროების ნივთები, ტანსაცმელი, ჰიგიენის საშუალებები და სასურსათო პაკეტები გადასცა.
„კიდევ ერთხელ ვუცხადებ მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს. ჩვენ კარგად ვიცით თავისუფლების და მისთვის ბრძოლის ფასი. იმედი მაქვს, ომი მალე დასრულდება და თითოეული უკრაინის მოქალაქე დაუბრუნდება თავის საცხოვრებელს. შევხვდი გორის მუნიციპალიტეტში მყოფ უკრაინელებს. მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ და სასურსათო პაკეტები გადავეცით. გარდა ამისა, უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს მერია დაუფინანსებს ბინის ქირას“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა,
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება