

მობილობიდან გამომდინარე, რაც აღდგომის სადღესასწაულო პერიოდში დაფიქსირდა, მოსალოდნელია ინფიცირების შემთხვევების მატება, - აღნიშნულის შესახებ გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
მარი გიუნაშვილის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, შემთხვევათა მატება უკვე ფიქსირდება.
„გასულ დღეებთან შედარებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენს რეგიონშიც მომატებულია ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, რაც უკავშირდება მობილობას, რომელიც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დაფიქსირდა. სწორედ ამ მობილობიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ შემთხვევებმა კიდევ იმატოს“, - განაცხადა მარი გიუნაშვილმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს