

სინოპტიკოსების ცნობით, 29 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი. კვირის გარკვეულ დღეებში ნავარაუდევია ტემპერატურის კლება და ნალექი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 28 აპრილს, საღამოს 19 საათამდე გორში უნალექო და ნახევრადღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +26 გრადუსს მიაღწევს, 20 საათიდან კი, ნავარაუდევია წვიმა, ცალკეულ მონაკვეთებზე - ელჭექი.
პერიოდულად ღრუბლიანობა და წვიმაა მოსალოდნელი გორში 29 აპრილს, ჰაერი კი +22 გრადუსამდე გათბება.
უნალექო ამინდი და +24 გრადუსია ნავარაუდევი გორის მუნიციპალიტეტში 30 აპრილს.
ღრუბლიანობა, ნალექი და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი 1-ლიდან 6 მაისის ჩათვლით. მომდევნო კვირის განმავლობაში, ყველაზე კარგი ამინდი ნავარაუდევია 3 მაისს, ყველაზე უფრო დაბალი ტემპერატურა კი 2 და 5 მაისს, +14 გრადუსი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება