

30 დეკემბერს, 17:00 საათზე, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი 2019 წელს განხორციელებულ სამუშოებს შეაჯამებს.
როგორც გორის მერიაში განმარტავენ, 2019 წლის ანგარიშზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიებაზე, საზოგადოებას საშუალება ექნება მოისმინოს მიმდინარე წელს განხორციელებული აქტივობების შესახებ, ამასთან, პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება და მოქალაქეებს მათთვის საინტერესო კითხვების დასმის შესაძლებლობაც მიეცემათ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს