

გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, ქართლისა და გურამიშვილის ქუჩებზე გარემოვაჭრეებს, უნებართვოდ განთავსებული დახლების და მსუბუქი კონსტრუქციების ასაღებად 7 დღის ვადა ვადა მიეცათ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნულის შესახებ გარემოვაჭრეები ოფიციალურად გააფრთხილეს.
მერიის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს ალტერნატიული სავაჭრო ფართები ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედ სხვადასხვა ბაზარში შესთავაზეს, სადაც მოვაჭრეები სპეციალური შეღავათებითაც ისარგებლებენ.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, გარევაჭრობისას, გარდა იმისა რომ ირღვევა კანონი, მახინჯდება ქალაქის იერსახე, ქუჩები ნაგვიანდება და გაუვალი ხდება. გადაადგილებისას პრობლემები ექმნებათ როგორც ფეხით მოსიარულეებს, ასევე სატრანსპორტო საშუალებებს და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება