

ქალაქის მასშტაბით მოძრავი რამდენიმე ავტობუსის მარშრუტში ცვლილებები შევიდა. როგორც გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, „გორის მაცნესთან“ აცხადებს, მარშრუტებში ცვლილებები ქალაქში მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაობმა გამოიწვია.
ზურაბ ჯირკველიშვილის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სტალინის ქუჩაზე გადაერთვება, სამუშაოების დასრულებისთანავე კი, მოძრაობა კვლავ ძველ მარშრუტებზე განახლდება.
„აღმაშენებლისა და ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაობის გამო, დროებით , 1ა , 1ბ , 6 , 6ა , 7 , 7ა ნომერი ავტობუსები ვერ იმოძრავებენ ჭავჭავაძის გამზირზე (ფოსტიდან ჰოსპიტლის მიმართულებით და პირიქით) და აღმაშენებლის გამზირზე. აღნიშნული ავტობუსები მგზავრთა გადაყვანას სტალინის ქუჩის გავლით შეძლებენ. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ქუჩებზე აღდგება მოძრაობა“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება