

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილის 5 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვაა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მინისტრთა საბჭომ გვალვასთან გასამკლავებლად სპეციალურ პროგრამა შეიმუშავა, რომლის შესასრულებლადაც 36.5 მილიონი ევროა გამოიყოფა.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ემილია-რომანიას, ფრიული-ვენეცია-ჯულიას, ლომბარდიის, პიემონტისა და ვენეტოს რეგიონებში.
ცნობისთვის, მდინარე პოს ხეობაში, სადაც ქვეყნის სურსათის დაახლოებით 40% იწარმოება, მათ შორის ხორბალი და ბრინჯი, თითქმის ოთხი თვეა, ნალექი ძალიან მცირე რაოდენობით მოდის, რის გამოც სურსათის დეფიციტის რისკები შეიქმნა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება