

ორგანიზაცია ,,ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის“ პარტნიორი ორგანიზაცია ესტონეთში - MTÜ Noored Ühiskonna Heaks მოხალისეებს ეძებს სხვადასხვა პროექტისთვის.
მოხალისეთა პროგრამა გრძელვადიანია და 10-12 თვეს მოიცავს. მთლიანობაში, საქართველოდან 15 გრძელვადიანი მოხალისე უნდა შეირჩეს.
შერჩეული პირები დასაქმდებიან ესტონეთის სხვადასხვა რეგიონში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრებში, შშმ პირთა ცენტრებში, დღის ცენტრებსა და საბავშვო ბაღებში.
ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეობის პროექტი ხორციელდება MTÜ Noored Ühiskonna Heaks-ის მიერ და 2022 წლის სექტემბრიდან იწყება.
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის“ მიერ გავრცელებული იფორმაციით, დამატებითი ინფორმაციის მიღება და აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ბმულებზე:
შშმ ცენტრები: https://bit.ly/3Pja44a
ახალგაზრდული ცენტრები და სკოლები: https://bit.ly/3O2N4p8
საბავშვო ბაღები და ბაგა-ბაღები: https://bit.ly/3O31tS8
განაცხადების გაკეთების ვადა 31 ივლისს იწურება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება