

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის 2023–2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა დალი ტლაშაძემ დოკუმენტის პირველადი ვარიანტი უკვე გააცნო.
ჯგუფს, რომლის წევრებიც გორის მუნიციპალიტეტის მერისაა და საკრებულოს თანამშრომლები არიან, მერი ხელმძღვანელობს.
„პრიორიტეტების დოკუმენტი არის თვითმმართველი ერთეულის განვითარების გეგმა. დოკუმენტით განსაზღვრული პრიორიტეტული სფეროები და მათი დაფინანსების დინამიკა უნდა ეფუძნებოდეს მუნიციპალიტეტის საჭიროებებს“, - აცხადებენ გორის მერიაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება