

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის საჯარო სკოლა ფიზიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 10-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, ყოველთვიური ანაზღაურება 320-330 ლარით განისაზღვრება. მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 2022 წლის 31 აგვისტოს ეწურებათ.
კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სამუშაოს დაწყების თარიღს, შერჩეული კანდიდატი მოვალეობის შესრულებას 5 სექტემბრიდან შეუდგება.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: teacherjobs. ge და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი