

გორში, ხვალ, ტრადიციული საშობაო მსვლელობა - „ალილო“ მოეწყობა. საზეიმო მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყება. სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მგალობლები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს მოივლიან და ტკბილეულსა და ნობათს შეაგროვებენ. სადღესასწაულო მსვლელობაში, ასევე, ჩაერთვებიან მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
GMnews-ის ინფორმაციით, ალილოზე შემოწირულ ტკბილეულს, „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს“ და უპოვარ მოქალაქეებს გადასცემენ.
საქართველოში, ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. 2000 წელს, მივიწყებული საეკლესიო რიტუალი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ძალისხმევით აღდგა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს