

შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში, დღეს გვესტუმრა საქართველოში შინაური მიუსაფარი ცხოველების ინტერმუნიციპალური სააგენტოების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი ლაშა გეგეჭკორი, - ამის შესახებ ინფორმაციას ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შეხვედრას დაწესებულების ხელმძღვანელ ბექა გიუნაშვილთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გიგა გელაშვილი ესწრებოდა.
„დღეს გვესტუმრა საქართველოში შინაური მიუსაფარი ცხოველების ინტერმუნიციპალური სააგენტოების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი ლაშა გეგეჭკორი, რომელმაც სამუშაო შეხვედრა გამართა სააგენტოს ხელმძღვანელთან, ბექა გიუნაშვილთან და საკრებულოს წევრთან გიგა გელაშვილთან.
შეხვედრა მიმდინარე სამუშაო პროცესესს ეხებოდა“, - ნათქვამია ა(ა)იპ-ის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება