

ამ წუთებში, ცენტრალური ავტომაგისტრალის გორი-იგოეთის მონაკვეთზე, ავტომანქანა იწვის. სატრანსპორტო საშუალება აჭარის სახელმწიფო ტელევიზიას ეკუთვნის.
როგორც ცნობილია, ავტომანქანას აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე მართავდა, მისი თქმით, ცეცხლი მოძრაობისას, ძრავის მხრიდან გაჩნდა. მძღოლმა და მგზავრებმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრეს.
ამ წუთებში, ახანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველების ორი ჯგუფი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს