

ამ წუთებში მიმდინარე მთავრობის სხდომაზე, პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების სისტემაში დაგეგმილ და მიმდინარე სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება. გახარიას განცხადებით, 2020 წლიდან პროფესიულ განათლებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი დაახლოებით 1 800 ლარი გახდება.
„მოგეხსენებათ, ჩვენ ვახორციელებთ სისტემურ რეფორმას განათლების სიტემაში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ საშუალო განათლების კომპონენტი და უკვე 2020 წლიდან, ჩვენ ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ პროფესიულ განათლებას. პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი დაახლოებით 1 800 ლარი გახდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს