

ქვეყანას სურსათის სერიოზული დეფიციტი ელოდება, პაკისტანის მესამედი წყლითაა დაფარული, - ამის შესახებ კლიმატის საკითხებში პაკისტანის სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.
ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, წყალდიდობამ პაკისტანს მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ზიანი მიაყენა.
პაკისტანის კლიმატის ცვლილების მინისტრის, შერი რეჰმანის განცხადებით, სტიქიის შედეგად ქვეყანაში 33 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. დაღუპულთა რაოდენობა 1 100 ადამიანს აჭარბებს, გარდაცვლილია 350-მდე ბავშვი და დაშავებულია 1 500-ზე მეტიადამიანი. სტიქიის შედეგად დაზიანდა მილიონზე მეტი სახლი.
პაკისტანის მთავრობის შეფასებით, ქვეყანას სურსათის სერიოზული დეფიციტი ელოდება, ვინაიდან მთლიანად განადგურდა სამეურნეო ნათესები.
პაკისტანმა გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 1.1 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება