

ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო, დიდ ბრიტანეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა. გლოვა ინგლისში დედოფლის დაკრძალვამდე გაგრძელდება. ელისაბედ II-ეს გარდაცვალებიდან 10-11 დღის შემდეგ დაკრძალავენ.
10 სექტემბერს, შაბათს, ახალი მეფის გამოცხადებისთვის, სენტ ჯეიმსის სასახლეში შეიკრიბება დიდი ბრიტანეთის გაწევრიანების საბჭო, რომელიც მოიცავს მთავრობის მაღალჩინოსნებს და საიდუმლო მრჩევლებს.
ახალ მეფეს ექნება აუდიენცია პრემიერ-მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტთან, ოპოზიციის ლიდერთან, კენტერბერის მთავარეპისკოპოსთან და ვესტმინსტერის ხელმძღვანელთან.
ელისაბედ II-ის დაკრძალვა ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება