სინოპტიკოსების ცნობით, 22 სექტემბრიდან 25 სექტემბრის დილამდე, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან კი ელჭექი და სეტყვა, 25 სექტემბერს ნავარაუდევია ქარის გაძლიერებაც.
ნალექი და +25 გრადუსია მოსალოდნელი 23 სექტემბერს, 24 სეტემბერს კი, +23. ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და დღის საათებში მხოლოდ +19 გრადუსს მიაღწევს 25 სექტემბერს, პარალელურად, მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც 12 მ/წ-მდე.
26 სექტემბრიდან კი გორის მუნიციპალიტეტში გამოიდარებს და ერთი კვირის განმავლობაში უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი +25-დან +31 გრადუსამდეა ნავარაუდევი.
შენობის რეაბილიტაცია გორის მერიის დაფინანსებით ხორციელდება. ტენდერის მიხედვით, სამუშაოებისთვის 270 000 ლარია გამოყოფილი.
გორში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარმოადგინა უწყების დაქვემდებარებაში არსებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და სერვისები.