

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითში სარწყავი არხის გაწმენდა მიმდინარეობს. შესაბამის სამუშაოებს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს. როგორც ზემოხსენებულ სამსახურში ამბობენ, არსებული შიდა არხების მოწესრიგებისა და კალაპოტის გაწმენდის გარდა, სოფლის გასარწყავიანების პრობლემის მოგვარების მიზნით, ასევე, განხორციელდება დამატებითი ღონისძიებებიც. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2500 მეტრი სიგრძის არხის გაჭრაც, რაც ამ დროისთვის სოფელში არსებულ გასარწყავიანების პრობლემას სრულად მოაწესრიგებს. ადგილობრივ მაცხოვრებლებს კი, შესაძლებლობა მიეცემათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა შეუფერხებლად აწარმოონ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს