

,,სეზონური ინფექციების გამო სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე არანაირი რეკომენდაცია არ მიგვიღია და შესაბამისად, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ, ზამთრის არდადეგები ხვალ სრულდება და სასწავლო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება“ - განაცხადა GMnews-თან საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
ანალოგიური განცხადება გაკეთდა რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გრიპის გავრცელების მაჩვენებელი პანიკის საფუძველს არ იძლევა, შესაბამისად, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს