

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 88 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა.
დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.
„პროგრამის მონაწილეები საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკასა და ინვენტარს თავადვე არჩევენ. მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აღარ მოუწიოთ ქვეყნის დატოვება“, - აცხადებენ სააგენტოში.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მიმდინარე წელს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჯამში, 200-მდე მიგრანტი დაფინანსდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება