გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა
რამდენიმე წუთის წინ, გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხით მოსიარულე მამაკაცი დაშავდა. ქვეითს ავტომანქანა მშვიდობის გამზირზე, მოედანთან დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. მძღოლის ვინაობა ცნობილია, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდა და არსებული სანქციები გაიზარდა.
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, გორსა და ყარაღანდას შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი.