

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ თექვსმეტდღიანი კამპანიის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო სპორტულ ასპარეზობას - ,,ძლიერები ძალადობის წინააღმდეგ“ მართავს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეჯიბრი 6 დეკემბერს, 12 საათზე, გორის კრივის სკოლაში გაიმართება.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი