

რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, დაღუპულთაგან ერთი გორელია.
როგორც დაღუპულთა თანამებრძოლები სოციალურ ქსელში წერენ, ბახმუტის მისადგომებთან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის 28-ე ბრიგადის პარტიზანთა ჯგუფი დაუპირისპირდა. აღნიშნული ჯგუფი ძირითადად ქალთველებითაა დაკომპლექტებული და მის შემადგენლობაში იბრძოდა გორელი სერგო ლისიხი-ქართველიშვილი.
ახლობლების ინფორმციით, სერგო ლისიხი-ქართველიშვილი ჩეხეთში სამუშაოდ იყო წასული, საიდანაც უკრაინაში გაემგზავრა და ქართველ მებრძოლთა ბატალიონში გაწევრიანდა, საქართველოში ყოფნისას კი, წლების განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა.
უკრაინაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, დაღუპულთა გადმოსვენებისთვის განხორციელდება საჭირო პროცედურები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება