

ზემო ნიქოზში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს, შიდა გზების რეაბილიტაცია განხორციელდება. გადაწყვეტილება ადგილობრივებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს და მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით სწორედ გზების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიგეგმა. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ზემო ნიქოზისთვის 16 000 ლარია გათვალისწინებული. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტისთვის მიმდინარე წელს 1 596 000 ლარია გამოყოფილი. მოსახლეობასთან შეხვედრები იანვარსა და თებერვალში მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ეტაპობრივად გაიმართება, კონკრეტული გრაფიკი კი შეგიძლიათ შემდეგ ლინკზე იხილოთ: კონსულტაციების გრაფიკი
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს