გორის მე-10 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც ,,გორის მაცნეს“ სკოლის დირექტორმა განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი შენობის გათბობის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა.
გელა ჯაფარიძის თქმით, მიმდინარე სამუშაოები 15 თებერვალს უნდა დასრულდეს.
„მიმდინარეობს გათბობის სისტემის ძირითადი აგრეგატის ამოცვლა. დაგეგმილია ამორტიზებული რადიატორების ახლით ჩანაცვლებაც. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 15 თებერვალს უნდა დასრულდეს და შესაბამისად, განახლდება სწავლების ჩვეული რეჟიმი, ამჟამად კი, 2 თებერვლიდან 15 თებერვლამდე, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციური ფორმატით“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა. ცნობისთვის, გორის მე-10 საჯარო სკოლაში 763 მოსწავლე ირიცხება.27 მარტს, გორში, 19 საათამდე ნავარაუდევია ღრუბლიანობა და ნალექი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +12 გრადუსს მიაღწევს.
ტურნირის საუკეთესო მორაგბედ გორელი საბა ზუბაშვილი დასახელდა, რომელმაც შეჯიბრების განმავლობაში ყველაზე მეტი ლელოს გატანა შეძლო.
გორის მერიის სოციალური პროგრამა დაუნის სინდრომის მქონე პირებს სხვადასხვა სახის სამედიცინო-სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს.
გიორგი ამილახვარი ამ დრომდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.