

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15 500-ს აღწევს.
ადმინისტრაციული სამსახურების ინფორმაციით, ამ დროისთვის, თურქეთში ნანგრევებში ნაპოვნია 12 400-ზე მეტი ცხედარი, სირიაში კი -2900-ზე მეტი.
საერთაშორისო ექსპერტების ვარაუდით, მსხვერპლის რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, ვინაიდან, ასობით ჩამონგრეულ შენობაში უამრავი ადამიანია მოყოლილი.
შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.
თურქეთში მიმდინარე სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობს ქართველ მეხანძრე-მაშველთა ჯგუფიც.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი