

საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის ძიუდოში გორელმა სპორტსმენებმა 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ქვეყნის ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა და მედლები გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა მოიპოვეს.
ვერცხლის მედალი საბა საბაშვილმა (60 კგ.) დაიმსახურა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ: ირაკლი მარკოზაშვილი (50 კგ.), ილია ყველაშვილი (66 კგ.) და ნოდარ კობალაძე (+90 კგ.).
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი