

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 თებერვალს, გორში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +2 გრადუსს მიაღწევს, პერიოდულად, მუნიციპალიტეტის ცალკეულ მონაკვეთებზე ნავარაუდევია მცირე ნალექი თოვლის სახით.
სინოპტიკოსების ცნობით, 16-17 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტში თოვაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით მხოლოდ +1 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში კი გორში ნავარაუდევია -4 გრადუსი ყინვა, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი ჰაერის ტემპერატურა ღამით -8 გრადუსამდე დაეცემა.
პერიოდულად ნალექი თოვლის და თოვლჭყაპის სახით, გორის მუნიციპალიტეტში 24 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება, ჰაერის ტემპერატურა კი 19-23 თებერვალს დღის საათებში +5-7 გრადუსამდე დაფიქსირდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება